пятница, 15 октября 2010 г.
ლევანი
ლევან II დადიანი
ოდიშის მთავარი 1611-1657, მანუჩარ I დადიანის ძე. იგი 14 წლის ასაკში აღმოჩნდა სამთავროს ტახტზე, ხოლო დროებითი ძალაუფლება ხელში აიღო მისმა ბიძამ, გიორგი ლიპარტიანმა.
ლევანი იზრდებოდა კახეთში, თავის ბაბუა ალექსანდრე II–ის ოჯახში. სადაც შაჰ–აბასისმუხანათური პოლიტიკის სისტემას ის პატარაობიდან ეცნობოდა. ამასთანავე, კახეთის მეფის კარზე პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად იბრძოდნენ ოსმალეთის დამოსკოვის მეფის დიპლომატები. გაბატონებული იყო თვალთმაქცობა, მლიქვნელობა და ყოველგვარი სიბოროტე. ასეთ პირობებში აღზრდილ ლევან დადიანსაც რასაკვირველია ახასიათებდა ორპირობა, ცბიერება, სიმკაცრე და სხვა. რაც იმ ეპოქის პოლიტიკური ბრძოლის ერთ–ერთ საშუალებად იყო მიჩნეული. ამიტომ ვახუშტი ბატონიშვილი ლევანს ასე ახასიათებს:"რამეთუ ესე ლევან იყო ბოროტი, ხვანჯიანი, ამაყი, მზაკვარი და ძვირის–მომხსენე და იმარჯვებდა ჟამთა..საქარ. ცხოვრება, გვ. 299".[1]
მაგრამ ამასთანავე ლევან დადიანი იყო ნიჭიერი მთავარი, უშიშარი და მტკიცე ნებისყოფის ადამიანი, რომელიც კარგად ერკვეოდა იმდროინდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში და მოხერხებულად იბრძოდა თავისი სამთავროს გაძლიერებისათვის იმ ხერხებითა და საშუალებებით, რომელიც მაშინ იყო გამოყენებული.
ლევანს მისი თანამედროვე იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი ასე ახასიათებს: "ეს მთავარი ჩვენს განათლებულ ქვეყანაში რომ აღზრდილიყო და ჩვენის საუკეთესო მასწავლებლებისაგან რომ სწავლა–განათლება მიეღო , ვერც ერთი მთავარი მას ვერ აჯობებდა . უმოძღვროდ და უოსტატოდ, მხოლოდ ბუნებით შეუთვისებია მას მარად საქებური ზნე ჩვეულება. უსაქმურად მისი ნახვა შეუძლებელია. პირიქით მუდამ დაუღალავად შრომობს და ყოველთვის მზად არის ყოველგვარის ვარჯიშიბისათვის. ლაშქრობაში ჩქარია, ჩუმი და მხნე. ამიტომ ყოველ ომში იგი იმარჯვებს. მეხსიერება ისეთი ძლიერი აქვს, რომ დავიწყება რა არის , არც იცის. ხომ მრავალი მოლაპარაკება აქვს სხვადასხვა საქმის გამო, მაგრამ ყოველის მოლაპარაკების და ხელშეკრულების უმცირესი სიტყვაც კი გაახსენდება ექვსის და შვიდის წლის შემდეგაც"–ო.
ასევე ახასიათებს ლევან II–ს ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც ამბობს: "რომ ლევან დადიანი სამეგრელოს ერთი შესანიშნავი მთავარი იყო, გულადი, დიდად გონიერი, მართალი და მტერთან ბრძოლაში გამარჯვებული. ეს მთავარი იქნებოდა საუკეთეო ადამიანი, რომ იგი დაბადებულიყო უკეთეს ქვეყანაში"–ო.
ლევანის პირველი მეუღლე იყო აფხაზი მთავრის სეტემან შერვაშიძის ქალიშვილი თანური, ვარაუდoბენ რომ ეს ქალი 1621 წლის ახლო ხანებში შეირთო. მას არქანჯელო ლამბერტი კარგად ახასიათებს: "ეს ქალი იყო ბუნებით ლამაზი და სავსე ყველა სათნოებითა, რომელიც შეეფერებოდა მის გვარის ქალს: ქარგვაში, წერა–კითხვაში, გულუხვობაში და ზრდილობაში მას ტოლი არ ჰყავდა. თავისი სათნოებით მიიზიდა ყველა თავის ქვეშევრდომის გული". მალე ამ ქალისაგან ეყოლა მთავარს ორი ვაჟი. დედოფალს იხსენიებენ რუსი ელჩები. მისი სახელი ერთი ცნობით დარუნდია, მეორით თანური. აქ ჩანს, რომ ერთი და იგივე სახელის დამახინჯებასთან გვაქვს საქმე.
ლევან დადიანი მრავალმხრივი მოღვაწე იყო. მან კვალი დაამჩნია არა მარტო დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას, არამედ შუა საუკუნეების საქართველოს კულტურასაც. მან დაარსა საოქრომჭედლო სახელოსნო, საიდანაც ქართული ჭედურობის მრავალი საინტერესო ნიმუში გამოვიდა. მანვე შეაკეთა და შეამკო ოდიშის თითქმის ყველა ეკლესია–მონასტერი.
ლევან II დადიანს კარგად ესმოდა ქვეყნის ევროპული გარდაქმნის აუცილებლობა; იგი ოდიშის სამთავროში იწვევდა ევროპელ ვაჭრებს და ხელოსნებს. რუხი ქალაქად აქცია და იქ ზარაფხანა გახსნა. ცდილობდა ირანული აბრეშუმი საქართველოს გზით გასულიყო ევროპაში. მის დროს ოდიშის სამტავროში არსებობდა საოქრომჭედლო სახელოსნო, სადაც ქართველი ოსტატები მუშაობდნენ
ლევანმა ვალებიდან გამოიხსნა იერუსალიმის ჯვარის მონასტერი და მისი რესტავრირებისათვის საჭირო თანხებიც გაიღო, მანვე რუსთაველის უკვდავი "ვეფხისტყაოსანი", რომელიც ამჟამად პოემის უძველეს თარიღიან ხელნაწერს წარმოადგენს, მამუკა თავაქარაშვილსვე გადააწერინა მან "უთრუთიან–საამიანი". ლევანის მეცენატობით არაერთი სხვა კულტურული ღონისძიება გატარდა. ლევანის მოღვაწეობის წლებში იქმნებოდა დიდი რაოდენობით ეპიგრაფიკული ძეგლები.
კახეთის მეფე ლევანი
ლევანი, კახეთის მეფე 1518/1520—1574, გიორგი II-ის (ავგიორგის) ძე. 1513, როცაქართლის მეფემ დავით X-მ კახეთი თავის ხელისუფლებას დაუმორჩილება, მცირეწლოვანი ლევანი მისმა მომხრე კახელმა თავადებმა გახიზნეს. მათ ისარგებლეს 1518 ქართლში შაჰ ისმაილ I-ის ლაშქრობით და ლევანი კახეთის მეფედ გამოაცხადეს. 1520 ლევანმა დაამარცხა კახეთში შეჭრილი დავით X-ის ლაშქარი. ამის შემდეგ ქართლისა და კახეთის მეფეები დაზავდნენ და იცნეს კახეთის ქართლისაგან გამოყოფა. ლევანი ირანის ვასალი იყო და მშვიდობიანობის შესანარჩუნებლად შაჰისადმი ერთგულების პოლიტიკას იცავდა. 1551 ის დაეხმარა შაჰ-თამაზ I-ს შაქის დამორჩილებაში. ირანსა და ოსმალეთს შორის ამასიის ზავისდადების (1555) შემდეგ შაჰს არ აკმაყოფილებდა კახეთის შედარებით მსუბუქი ვასალური ვალდებულებები. ამით უკმაყოფილო ლევანი 50-60-იან წლებში შეეცადა რუსეთისაგან დახმარების მიღებას. 1563 მან ელჩები გაგზავნა მოსკოვში ივანე IV-თან, რის შედეგადაც კახეთში ჩამოვიდა რუსთა რაზმი, რომელიც ლევანმა ციხე-სიმაგრეებში ჩააყენა. ოსმალეთისა და ირანის პროტესტმა აიძულა ლევანი ეს რაზმი მალე დაეთხოვა. ლევანის დროს კახეთში მტრის შემოსევები არ ყოფილა, ქვეყანა ეკონომიურად მოღონიერდა, დაწინაურდნენ ახალი ქალაქები — ბაზარი დაგრემი.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий