понедельник, 6 декабря 2010 г.
ლევან ქართული ფორმაა ლეონ-ისა,რაც"ლომს"ნიშნავს.ცხოველთა მეფის სახელწოდება ბევრ ევროპულ ენაში ძველ_ეგვიპტური ლებუ-საგან მომდინარეობს,ასეთია,მაგალითად:ბერძნული ლეონ,ლათინური ლეო,გერმანული ლიოვე,რუსული ლევ... აქედანვეა ქართული ფორმა ლომი.იგი,როგორც ადამიანის საკუთარი სახელი,საეკლესიო კალენდარში არ გვხვდება,მაგრამ ეს სახელი რომ გავრცელებული ყოფილა ხალხში,ამას მოწმობს მრავალი გვარი(ლომიძე,ლომაძე,ლომაშვილი, ლომაური და სხვანი).საეკლესიო კალენდარში ეს სახელი შეტანილი იყო ბერძნული ფორმით:ლეონ.მასვე უკავშირდება ლევ,ლეო და ლევან.ამათგან მომდინარე გვარებია:ლეონიძე,ლევიძე,ლევიშვილი,ლევანიშვილი და სხვ.ლევანი საქართველოს ისტორიაში არაერთი ცნობილი პიროვნების სახელია,განსაკუთრებით ხშირად იგი გვხვდება სამეგრელოს მთავრების(დადიანების)საგვარეულო სახელად. საერთოდ,ლევანი ქართულ საისტორიო წყაროებში დასტურდებაXIII ს-დან,ლეონი–V საუკუნიდან.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий